fbpx
ჯანმრთელობა

კორონავირუსთან ბრძოლა ციოდრასისა და ხარდალიასის გარეშე – ნახეთ დღევანდელი მონაცემები!

როგორც უკვე ცნობილია, სოტირის ციოდრასსა და ნიკოს ხარდალიასს ტელევიზიით ვეღარ ვიხილავთ. მონაცემების გამოქვეყნება მოხდება წერილობით და მოსახლეობას მათი პირადი მითითებები აღარ ექნება, თუმცა, ცხადია, ისინი კულუარებიდან გააგრძელებენ პანდემიის წინააღმდეგ მოქმედებას და თუ საჭირო გახდება, ეკრანებს დაუბრუნდებიან. სწორედ ასე განაცხადა ხარდალიასმა.

დღეს საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 18 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, ასევე, 17 პაციენტია მოთავსებული რეანიმაციულ განყოფილებაში.

27 მაისს არ ფიქსირდება გარდაცვალების არცერთი შემთხვევა, რაც უკიდურესად დადებითი მაჩვენებელია.

საერთო ჯამში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ქვეყანაში 173-ს უდრის, საიდანაც 52 ქალბატონია, ხოლო დანარჩენი მამაკაცი.

ხარდალიასი და ციოდრასი გამოგვემშვიდობნენ, თუმცა, ცხადია, ჰიგიენის წესებისა და დისტანციის დაცვა უნდა დარჩეს კანონებად. ახლა ქვეყნის ბედი, ფაქტობრივად, დამოკიდებულია თითოეულ ადამიანზე, თუ რამდენად დიდ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას გამოავლენს თითოეული ჩვენგანი.

აუცილებელია დიდი ყურადღების გამოჩენა, რადგან ვირუსი ჩვენთან რჩება და ახლა მასთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს, ვიდრე მისი საბოლოოდ დამარცხება ვაქცინით არ იქნება შესაძლებელი. ამ ყველაფერს კი, როგორც ექსპერტები ამბობენ, 1 წელი მაინც დასჭირდება.

onalem

ტესტ