fbpx
საბერძნეთი

ყურადღება! იკეტება პედიონ ტუ არეოს და ატიკის ყველა პარკი ხანძრების თავიდან ასაცილებლად

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ატიკის რეგიონში იკეტება ყველა პარკი.

ცხადია, აღნიშნული გადაწყვეტილება ადგილობრივმა ხელისუფლებამ უსაფრთხოების მიზნით მიიღო. ტყის ტერიტორიებზე შესვლა უკვე აკრძალულია და ითვალისწინებს ჯარიმებს, თუმცა, არანაკლებ საფრთხეებს შეიცავს პარკები, რომელთა დახურვაც აუცილებელი გახდა.

იკეტება პედიონ ტუ არეოს და ყველა პარკი ათენში და ზოგადად, მთელ ატიკაში.

შეგახსენებთ, რომ მოსახლეობას მოეთხოვება თავი შეიკავოს ყველანაირი საქმიანობისგან, რომელმაც შესაძლოა ცეცხლის გაჩენა გამოიწვიოს.

onalem

ტესტ