fbpx
საბერძნეთი

მიკონოს: ამერიკელ ქალს 78 ევრო ზედმეტად გადაახდევინეს, ქვითარში კი, როგორც საჩუქარი ისე მიუთითეს

ამერიკელი ტურისტი, რომელიც კოსმოპოლიტურ მიკონოზე იმყოფება, საჩივარს გამოთქვამს, მაგრამ მისი პრეტენზია არ უკავშირდება მხოლოდ კუნძულის სიძვირეს, არამედ იმ ქმედებებს, რომლებიც უკვე, ფაქტობრივად, ზღვარს გადადის.

როგორც ირკვევა, ქალი, შვილთან ერთად, ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა, სადაც ორი კოქტეილი და კრაბი შეუკვეთეს, საბოლოო ჯამში, როდესაც ანგარიში მიუტანეს, აღმოაჩინეს, რომ გადასახდელი ჰქონდათ 600 ევრო, რეალურად კი, დაახლოებით 200 ევროს ანგარიშს ელოდებოდნენ.

ამას გარდა, აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: ანგარიშში მითითებული იყო, რომ პროდუქტების ღირებულება 520 ევროა, ხოლო დანარჩენი 78 ევრო საჩუქარია ქალისგან, მაგრამ მისი თანხმობის გარეშე, ანუ რესტორანში თავად გადაწყვიტეს, რომ 600 ევროდან ქალს ხურდის უკან დაბრუნება არ სურდა და ამ თანხას ჩუქნიდა, რაც ტურისტს არასოდეს შეუთავაზებია მათთვის.

ამერიკელი ქალი აპირებს, რომ რესტორანს პოლიციაში უჩივლოს. ის იმასაც ამბობს, რომ თანამშრომლები დაემუქრნენ და უთხრეს: “ვიცით, სად ცხოვრობთ”, ეს მაშინ, როცა უარი განაცხადა 600 ევროს გადახდაზე.

 

onalem

ტესტ