fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ემიგრანტმა ქალმა მოხუცი, რომელსაც უვლიდა, გარდაცვალების შემდეგ გაძარცვა

ბერძნული მედია შემთხვევის შესახებ იუწყება, რომელიც კუნძულ კრეტაზე, კერძოდ, კისამოს ტერიტორიაზე მოხდა. საქმე ეხება ემიგრანტ ქალს, რომელიც კისამოში მოხუც მამაკაცს უვლიდა.

როგორც ირკვევა, მოხუცი გარდაიცვალა, დამხმარე ქალმა კი, რომელიც წარმოშობით ბულგარეთიდან არის, მისი საკრედიტო ბარათი აიღო და თანხის მოპარვა გადაწყვიტა. ბანკომატთან მოსულმა სცადა, რომ მთლიანი თანხა, 1.030 ევრო გამოეტანა, მაგრამ აღმოაჩინა, რომ გარკვეული ლიმიტი ჰქონდა დაწესებული. შესაბამისად, დაიცადა მეორე დღემდე, რომ დანარჩენი თანხაც გამოეტანა.

გარდაცვლილი მამაკაცის ქალიშვილი ბულგარელ ქალს დანაშაულს მიუხვდა და მაშინვე პოლიცია გამოიძახა, ოფიცრებმა მის სახლში თანხაც იპოვეს და ბარათიც, თავად კი, მართლმსაჯულების წინაშე მოუწევს წარსდგომა.

onalem

ტესტ