fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

კრეტა: ქალი, რომელსაც ქმარმა მწველი სითხე შეასხა, ამბობს, რომ მამაკაცი თავად გამოიწვია

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა კრეტაზე, კერძოდ, რეთიმნოში მოხდა, სადაც ერთ-ერთ აგარაკზე ავსტრიელი წყვილი ცხოვრობდა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, გარშემო მაცხოვრებლებმა ხმაური გაიგონეს და პოლიცია გამოიძახეს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ 44 წლის მამაკაცი საკუთარ 40 წლის მეუღლეს უცნობი სახის მწველი სითხით დაესხა თავს და ქალს სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა დაზიანებები. მამაკაცი დააკავეს, ქალი კი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამას გარდა, ცნობილი გახდა, რომ დაშავებული ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო და საკმაო დრო დასჭირდა, რომ საღ გონებაზე მიეცა ჩვენება პოლიციისთვის.

რაც უნდა გასაკვირი იყოს, ქალმა პოლიციას განუცხადა, რომ არ სურდა ქმრის წინააღმდეგ საჩივრის შეტანა და საქმის აღძვრა და თქვა, რომ თავად იყო ის, ვინც მამაკაცი აიძულა, მწველი სითხე შეესხა მისთვის, რადგან გამომწვევად იქცეოდა და მდგომარეობიდან გამოიყვანა. შესაბამისად, რეთიმნოს პროკურორის გადაწყვეტილებით, დაკავებული გაათავისუფლეს.

onalem

ტესტ