fbpx
საზოგადოება

“ჩემო ლამაზო ციპრაკო, მოდი გაკოცო” – ალექსის ციპრას აგრესიული მოწინააღმდეგის შემდეგ თბილი მხარდამჭერიც გამოუჩნდა

როგორც უკვე ცნობილია, ალექსის ციპრას თესალონიკში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გასეირნებისას, აგრესიული მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, რომელმაც მოღალატე უწოდა და ყვიროდა, რომ მაკედონია ბერძნულია. მიუხედავად ამისა, ცხადია, ყოფილ პრემიერს ჰყავს უამრავი მხარდამჭერი, რომელიც მასთან საუბრისა და ჩახუტების სურვილსაც კი გამოთქვამს.

ერთ-ერთი ასეთი იყო ქალბატონი, რომელიც საკმაოდ აქტიურობდა ΣΥΡΙΖΑ-ს ლიდერთან შეხვედრისას და დამშვიდობებისას, არ მოერიდა და ყოფილ პრემიერს აკოცა.

ქალმა ციპრას ΕΝΦΙΑ-ს (უძრავი ქონების წლიური გადასახადი) გაუქმების დაპირება სთხოვა, მაგრამ მან უპასუხა: “არ შემიძლია დაგპირდეთ, რომ ΕΝΦΙΑ გაუქმდება, მაგრამ გადასახადებს შევამცირებ.” 

onalem

ტესტ