fbpx
საბერძნეთი

ქაოსი Wizz Air-ის ბორტზე: 30 წლის მამაკაცმა პილოტი და მგზავრები სცემა

ინციდენტი საბერძნეთის მიმართულებით მომავალი თვითმფრინავის ბორტზე მოხდა. Wizz Air-ის ხომალდმა განახორციელა რეისი ლონდონი-ხანია და როდესაც თვითმფრინავი დაჯდა, ერთ-ერთმა მგზავრმა, 30 წლის მამაკაცმა, სხვების ცემა დაიწყო.

როგორც მედია იუწყება, მამაკაცი, მეგობრებთან ერთად, თავიდანვე უცნაურად იქცეოდა, რის შესახებაც აეროპორტის წარმომადგენლობას შეატყობინეს, თავად მას კი აცნობეს, რომ ადგილზე პოლიცია დახვდებოდა. სწორედ აქედან გამომდინარე დაკარგა თავზე კონტროლი და იქ მყოფების თქმით, სცემა როგორც სხვა მგზავრები, ასევე პილოტი.

ირკვევა, რომ 30 წლის მამაკაცი და მისი მეგობრები სვამდნენ და ეწეოდნენ, სიტყვიერ შერაცხყოფას აყენებდნენ სხვებს და სწორედ ამის გამო გახდა იძულებული ბორტგამცილებელი, რომ მათ პოლიციით დამუქრებოდა.

საბოლოოდ ოფიცრებმა ის, ფაქტობრივად, ძალის გამოყენებით ჩაიყვანეს ბორტიდან.

onalem

ტესტ