fbpx
საზოგადოება

მაღაზიები 70%-მდე ფასდაკლებებით გაიხსნა – ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ დღეიდან

დღეიდან საბერძნეთში მაღაზიები გაიხსნა, თანაც საკმაოდ კარგი შეთავაზებებით. მოსახლეობას სასურველი პროდუქციის შეძენა 70%-მდე ფასდაკლებით შეუძლია (ზამთრისა და წინა გაზაფხულის კოლექციებზე).

დილიდან მაღაზიებთან უამრავი ადამიანი შეინიშნება, რომელთაგან ზოგი მხოლოდ ვიტრინებს უყურებს, ზოგი კი უკვე დანიშნული ვიზიტის ფარგლებში მივიდა პროდუქციის შესაძენად.

როგორც კადრებიდან ჩანს, მოწმდება ნამდვილად აქვთ თუ არა მომხმარებლებს შეთანხმებული ვიზიტი და ბიზნესის მფლობელები დიდი ოპტიმიზმით არიან დამუხტულები. ისინი იმედოვნებენ, რომ მოსახლეობა ზომებს დაიცავს.

კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ ვაჭრობის წესებს, რომლებიც ძალაში შედის დღეიდან, 5 აპრილიდან:

  • მაღაზიაში წასვლამდე ვნიშნავთ ვიზიტს, რომ პროდუქტი შევიძინოთ ან შიგნით შესვლის ფარგლებში (Shop Inside) ან პირდაპირ შესასვლელიდან წავიღოთ (Click Away).
  • წასვლამდე აუცილებელია გავაგზავნოთ SMS ნომერზე 13032.
  • აღნიშნულ SMS-ს ვადა აქვს 3 საათით.
  • აღნიშნული SMS-ის გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ დღეში ერთხელ.
  • 13032-ზე არ ვაგზავნით კოდს 7, არამედ მხოლოდ საკუთარ სახელსა და გვარს და მისამართს.
  • SMS-ის მეორედ გაგზავნის შემთხვევაში მოგივათ პასუხი: “გადაადგილება შესაძლებელი არ არის.”

შეგახსენებთ, რომ არ იხსნება დიდი სავაჭრო ცენტრები და მოლები, არამედ მხოლოდ პატარა მაღაზიები, სადაც, ცხადია, განსაზღვრული იქნება კლიენტთა რაოდენობა, ფართობის შესაბამისად.

onalem

ტესტ