fbpx
საზოგადოება

1 წლის შემდეგ – ქალი, რომელმაც იოანას სახის 93% მჟავით დაუწვა, ბოდიშს პირველად იხდის

თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იოანა პალიოსპირუს მჟავით დაესხნენ თავს. ეს იყო თავდასხმა, რომელმაც შეძრა მთელი საბერძნეთი და ამბავმა გააღწია საზღვრებს გარეთაც.

მთელი ამ ხნის მანძილზე ახალგაზრდა ქალმა უამრავი ოპერაცია გადაიტანა, საუბარი აღარ არის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რომელშიც ის იმყოფება და წინ კიდევ გრძელვადიანი რეაბილიტაცია აქვს.

თავდამსხმელი ქალი (ეფი), რომელიც ამ დროის მანძილზე დუმდა, პირველად იხდის ბოდიშს და დანაშაულს აღიარებს.

ის ამბობს, რომ თავს დაესხა იოანას, რადგან თვლიდა, რომ პირად პრობლემებზე, რომლებიც მას ჰქონდა, სწორედ იოანა იყო პასუხისმგებელი. ეფიმ ბოდიში მოიხადა და ამის შემდეგ ისევ საკანში დააბრუნეს, სადაც 16 ივნისის შემდეგ არის მოთავსებული.

onalem

ტესტ