fbpx
საბერძნეთი

“მაღაზიები მთელ საბერძნეთში არსად უნდა გახსნილიყო” – ექიმი კაპრაველოსის შეშფოთება

პაპანიკოლაუს სახელობის საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების დირექტორმა, ნიკოს კაპრაველოსმა ტელეკომპანია Mega-სთან ისაუბრა და დიდი შეშფოთება გამოთქვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საბერძნეთში მაღაზიები გაიხსნა.

“დღეს საბერძნეთში საცალო ვაჭრობა არსად უნდა გახსნილიყო. მესამე ტალღის მწვავე ფაზაში ვართ. ახლა ჩვენ იმაზე ვაგებთ პასუხს, რაც 10 დღის წინ მოხდა. ჯანდაცვის სისტემა ურთულეს მდგომარეობაშია, პრობლემა ის კი არ არის, რომ ცუდად ვმართავთ პანდემიას, არამედ ის, თუ როგორ იქცევიან ადამიანები.

ვჭირდება უფრო ზუსტი ინფორმაცია ვირუსის გავრცელების მასშტაბებთან დაკავშირებით, ინფიცირების შემთხვევები საკმარისად არ არის გამოვლენილი და შესაბამისად, არ ხდება მათი იზოლაცია. 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საცალო ვაჭრობა არსად უნდა გახსნილიყო, ვიდრე მესამე ტალღა არ შემსუბუქდებოდა.

მაღაზიების გახსნა განსაკუთრებით დიდი ზიანის მომტანი იქნებოდა თესალონიკისთვის, ათენისთვის შედარებით ნაკლებ პრობლემას წარმოადგენს. თესალონიკში პანდემიის მეორე ტალღა მძიმედ გადავიტანეთ. 

რაც შეეხება პატრას, აქ მდგომარეობა კიდევ უფრო უარესია, საავადმყოფოებში მიმართვიანობის პიკია და უკვე მე-6 საავადმყოფო გავხსენით, რომ სისტემამ გაუძლოს. ეს ყველაფერი მუტაცირებული შტამებით არის გამოწვეული,” განაცხადა კაპრაველოსმა.

 

onalem

ტესტ