fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ქალს მოტყუებით ყავასა და ნამცხვარში 250 ევრო გადაახდევინეს

“შოკირებული ვიყავი. სააღდგომო საჩუქარი ჩემს აგნარიშზე ჩარიცხული იყო, თუმცა, აღმოვაჩინე, რომ საჩუქრის გარეშე დავრჩი,” ამბობს ერთ-ერთი საცხობის კლიენტი, რომელის მის მეპატრონეს თაღლითობაში ადანაშაულებს.

ვოლოსში მცხოვრები ქალბატონი წლების მანძილზე მუდმივად ერთსა და იმავე საცხობს სტუმრობდა. თუმცა, მისი ბოლო მისვლა უსიამოვნო ინციდენტით დასრულდა. ქალმა ყავა და ნამცხვარი შეიძინა, რომელთა ღირებულებაც საერთო ჯამში 10 ევროზე ნაკლებს შეადგენდა და ბარათით გადაიხადა. ხოლო შემდეგ აღმოაჩინა, რომ ბარათიდან 250 ევრო იყო ჩამოჭრილი.

როგორც ის ამბობს, საცხობში ამ ყველაფრისთვის ყურადღება არ მიუქცევია, თუმცა, როცა მოგვიანებით ანგარიში შეამოწმა, ნახა, რომ ეს მათ მიერ ჩადენილი პირველი თაღლითობა არ იყო, არამედ, აგარიშიდან გადარიცხვები დაფიქსირებული იყო 31 მარტსაც.

ის დაუყოვნებლივ დაუკავშირდა ბანკს და ბარათის გაუქმება მოითხოვა. როდესაც ეს ყველაფერი მოაგვარა, პოლიციაში წავიდა და საჩივარი შეიტანა.

საცხობის მეპატრონემ განაცხადა, რომ აპარატს, რომლის საშუალებითაც ბართით გადახდა ხდება, პრობლემა აქვს.

სავარაუდოდ, აღნიშნული ქალბატონი საცხობის ხელმძღვანელობის ერთადერთი მსხვერპლი არ არის.

onalem

ტესტ