fbpx
საზოგადოება

მინა არნაუტი პადელიდის ოჯახისგან ცილისწამებისთვის 960.000 ევროს ითხოვს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ფატალური ავარიიდან 5 წლის შემდეგ, რომელსაც ცნობილი და ყველასთვის საყვარელი ბერძენი მომღერლის, პადელი პადელისის სიცოცხლე ემსხვერპლა, მინა არნაუტი პირველად ითხოვს კომპენსაციას მისი ოჯახისგან.

როგორც უკვე ცნობილია, მინა არნაუტიც ამავე მანქანაში იჯდა, გადარჩა, თუმცა, სერიოზულად დაშავდა, რის გამოც რამდენიმე ოპერაცია გაიკეთა და გაიარა გრძელვადიანი რეაბილიტაცია.

ირკვევა, რომ არნაუტი პადელიდის ოჯახისგან საერთო ჯამში 960.000 ევროს ითხოვს, ცილისწამებისთვის.

“მათ მე მიწოდეს მატყუარა, მკვლელი, უზნეო. დედაჩემს ვეუბნებოდი, რომ ნუთუ ამისთვის გადავრჩი, რომ ეს ყველაფერი გამევლო, ნამდვილად მერჩივნა და მინდოდა მოვმკვდარიყავი. პანიკური შეტევებისას ვფიქრობდი თვითმკვლელობაზე. ამ ადამიანებმა ფსიქილოგიურ კატასტროფამდე მიმიყვანეს,” წერს ახალგაზრდა ქალი საკუთარ სარჩელში, რომელიც გარდაცვლილი მომღერლის ოჯახის წინააღმდეგ შეიტანა.

onalem

ტესტ