fbpx
საბერძნეთი

დღეს ექსპერტთა საგანგებო შეხვედრა – ტესტირება და მკაცრი კონტროლი

ბერძნული მედიის ინფორმაციით, დღეს, 11:00 საათზე, ექსპერტთა კომიტეტის სხდომაა დანიშნული, რომელზეც განიხილება შეზღუდვების დაწესების საკითხები. პროფესორთა საბჭომ რეკომენდაციები უნდა მისცეს მთავრობას, რომელთა საფუძველზეც, მოსალოდნელია, რომ ახალი ზომები გამოცხადდეს.

როგორც უკვე ცნობილია, დახურულ სივრცეებში შესვლა შობისა და ახალი წლის ღამეს დიდი ალბათობით მხოლოდ სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხით იქნება შესაძლებელი და ტესტის საფასურს თავად დაფარავენ, როგორც არავაქცინირებული, ასევე ვაქცინირებული პირები.

პროფესორთა განმარტებით, შეზღუდვები ახლა გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს, ვინაიდან ომიკრონის ვარიანტი ელვის სისწრაფით ვრცელდება ევროპაში და სწორედ ამიტომ საბერძნეთმაც, სხვა ქვეყნების მსგავსად, ზომები უნდა მიიღოს.

პარალელურად, საბერძნეთის პოლიცია მკაცრად გააკონტროლებს ვითარებას გასართობ დაწესებულებებში, რათა დაცული იყოს უსაფრთხოების ზომები.

onalem

ტესტ