fbpx
საბერძნეთი

კრიზისი კრიზისია, თუმცა ბერძნებისთვის ის აღდგომას არ ეხება

”დიდი გაქცევა” – ასე უწოდეს ჟურნალისტებმა იმას, რაც ათენში ახლა ხდება. ბერძნებს არანაირი კრიზისი არ უშლით ხელს, მხიარულად აღნიშნონ აღდგომის დღესასწაული. დედაქალაქის ათასობით მაცხოვრებელი, ხუთშაბათიდან პარასკევს საღამომდე ათენს ტოვებს. საგზაო პოლიცია საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

თვითმფრინავებისა და გემების ბილეთების 90% გაყიდულია.

პოლიციის განცხადებით, მანქანები ორი ძირითადი მიმართულებით მოძრაობენ: პელოპონესი და ჩრდილოეთ საბერძნეთი.  ექსპერტების პროგნოზით, პარასკევს დედაქალაქი 50 000-მა ადამიანმა დატოვა. ათენელები ძირითადად მიდიან კიკლადესზე, დოდეკანისაზე და კრიტზე, ხოლო ყველაზე პოპულარული საჰაერო მიმართულება ფაროსი, კორფუ, სანდორინი, ირაკლიო, ხანია და როდოსია.

onalem

ტესტ