fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პოლიციის კონტროლი და სახლში გაბრუნებული ბერძნები – ნახეთ ვიდეო

საბერძნეთის პოლიცია აქტიურ რეჟიმში მუშაობას აგრძელებს. ათენის გასასვლელებთან 10.000-მდე პოლიციელი მონაცვლეობს, რათა უმიზეზო გადაადგილება თავიდან იქნეს არიდებული.

მედია ავრცელებს კადრებს, თუ როგორ მიმდინარეობს შემოწმების პროცესი. ოფიცრები ითხოვენ საჭირო დოკუმენტებს, რათა მძღოლებმა გადაადგილების მიზეზი დაასაბუთონ.

ცხადია, მათი ნაწილი უკანაც ბრუნდება, რადგან არ აქვთ ცნობები ან მონაცემები აქვთ არასწორად შევსებული. პოლიცია არ უშვებს გამონაკლისებს და დიდი პასუხისმგებლობით უდგება საქმეს.

ფიქსირდება ოფიცრების მოტყუების ფაქტებიც, რა შემთხვევებშიც განსაზღვრულია ჯარიმა.

პოლიციამ ამ დრომდე ასობით მანქანა მოაბრუნა უკან, ათენში.

შეგახსენებთ, რომ რეგიონებს შორის გადაადგილება კვლავ აკრძალული რჩება, თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც და ესენი არიან:

  • თვითდასაქმებული პირები
  • ტექნიკოსები
  • სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე დასაქმებულები
  • გადაადგილება რეგიონებს შორის ასევე დასაშვებია, თუკი გააგზავნით ციფრს 4, რომელიც გულისხმობს სხვა ადამიანისთვის დახმარების აღმოჩენას
  • ჯანმრთელობის სერიოზული მიზეზებით
  • სხვა სამსახურეობრივი მიზნით (საჭიროა ცნობა)
  • განქორწინებული მშობლებისთვის, რომელთაგან ერთ-ერთი მიდის შვილების მოსანახულებლად
  • მათთვის, ვინც საცხოვრებლად გადადის სხვაგან ან ბრუნდება მუდმივ საცხოვრებელში (ძირითადად სტუდენტები).

onalem

ტესტ