fbpx
საბერძნეთი

“მეცნიერებას უნდა ვუსმინოთ” – კირიაკოს მიცოტაკიმ ვაქცინის მე-3 დოზა გაიკეთა

დღეს საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ, ვაქცინის მე-3 დოზა გაიკეთა. პარალელურად კი, რა თქმა უნდა, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა ვაქცინაციისკენ.

“სწორედ ახლა გავიკეთე მე-3 დოზა, რადგან ექსპერტთა რეკომენდაციებს ერთგულად მივყვები. მინდა გთხოვოთ ყველას, რომ გააკეთოთ იგივე, როგორც მე-3 დოზასთან დაკავშირებით, ისე ზოგადად, მიიღოთ ეს გადაწყვეტილება, თუ ჯერ კიდევ არცერთხელ არ აცრილხართ. ჩვენი 10-დან 9 თანამემამულე, რომელიც მართვით სუნთქვაზეა, არ არის ვაქცინირებული. ასევე მათი უმეტესობა, ვინც ყოველდღიურად იღუპება, არ არიან აცრილნი.

გთხოვთ, რომ მოვუსმინოთ მეცნიერებას. დავინახოთ რეალური ფაქტები. მოდით, გავზარდოთ ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაციის ტენდენცია და დავიცვათ პირველ რიგში საკუთარი თავები და შემდეგ სხვები, ჩვენ გარშემო, ისინი, ვინც გვიყვარს,” განაცხადა პრემიერმა.

 

onalem

ტესტ