fbpx
საბერძნეთი

19 წლის ალკის მკვლელობაში მონაწილე კიდევ ერთი ალბანელი საბერძნეთიდან გაიქცა

გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის ალკის მკვლელობაში მონაწილე კიდევ ერთმა ალბანელმა საბერნეთიდან გასვლა შეძლო. საუბარია 20 წლის ბიჭზე, რომელმაც საბერძნეთ-ალბანეთის საზღვარი ხუთშაბათს გადაკვეთა.

ამის შესახებ საბერძნეთის პოლიციამ ინფორმაცია გვიან მიიღო, როდესაც საზღვარზე არსებული მონაცემების გადამოწმება მოხდა და მისი სახელი და გვარი სწორედ საზღვრის გადამკვეთთა სიაში იპოვეს.

20 წლის ალბანელი ამ დროისთვის დაკავებული ახალგაზრდის მეგობარია და ხულიგანთა იგივე დაჯგუფებას ეკუთვნის, მათ 2019 წელს ალკის მკვლელობის ადგილას ერთად განახორციელეს კიდევ ერთი თავდასხმა, მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივარ ბავშვებზე.

გამოძიება, რომ 20 წლის ეჭვმიტანილს ალბანეთში მიაგნონ, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

onalem

ტესტ