fbpx
საზოგადოება

“დედაჩვენი დაუჯერებლად ძლიერი ადამიანია” – კოსტას ბაკოიანი დორა ბაკოიანიზე

დღეს, 4 თებერვალს, სიმსივნესთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ათენის მერმა, კოსტას ბაკოიანიმ, სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა დედის, დორა ბაკოიანის შესახებ, რომელიც ასევე სიმსივნეს ებრძვის.

როგორც უკვე ცნობილია, ქ-ნ დორას მრავლობითი მიელომის დიაგნოზი აქვს დასმული.

“დედაჩვენი დაუჯერებლად ძლიერი ადამიანია. ბუნებით ოპტიმისტი, მომხიბვლელი და შთამბეჭდავი.

ყოველდღე გვეუბნება: “ბავშვებო, მშვენივრად ვარ”.

ვისაც სიმსივნე აქვს, თავად იქნება ეს თუ მისი ოჯახი წევრი, ამ ტვირთს ყოველდღიურად ატარებს, მიუხედავად იმისა, ამბობთ თუ არა, აღიარებთ თუ არა, საუბრობთ ამაზე თუ არა.

დედამ, იმაზე მეტად გაღმერთებთ, ვიდრე წარმოგიდგენია,” წერს კოსტას ბაკოიანი.

onalem

ტესტ