fbpx
საბერძნეთი

კომპანია საბერძნეთში, რომელიც ქალბატონებს სახლში უფასო მიყვანით უზრუნველყოფს, თუ ღამით გადაადგილებისას საფრთხეს გრძნობენ

კომპანია საბერძნეთში, რომელიც მსურველებს დაცვის უმაღლესი ხარისხის სერვისებს სთავაზობს, აცხადებს, რომ საკუთარ თავზე იღებს ნებისმიერი ქალბატონის მომსახურებას, რომელიც გვიან ღამით გადაადგილდება და თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია “Mega Safe”, ვოლოსში, მზად არის, რომ ქალბატონები, რომლებიც მათ თხოვნით მიმართავენ, გადაიყვანონ სახლში, თუ გადაადგილდებიან ღამის 12 საათიდან დილის 6 საათამდე მონაკვეთში.

ისინი ქალბატონებს სპეციალური მანქანებით მიაკითხავენ და მიიყვანენ სახლში, თუ გრძნობენ, რომ გვიან ღამით გადაადგილებისას რაიმე საფრთხე ემუქრებათ. რაც ყველაზე მთავარია, კომპანია ამ ყველაფერს სრულიად უფასოდ გააკეთებს.

ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების მხრიდან საკმაოდ დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, მითუმეტეს ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევათა გააქტიურების ფონზე ბოლო პერიოდში.

onalem

ტესტ