fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ძველი ტექნიკის ახლით შეცვლის პროგრამა ყველა ოჯახს 2022 წლიდან

საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის პირველი 6 თვის მანძილზე იგეგმება ოჯახებისთვის ძველი ტექნიკის ახლით შეცვლის პროგრამის განხორციელება.

როგორც ირკვევა, ამ ამბიციური პროგრამის დეტალები უკვე კარგადაა შემუშავებული და განსახორიელებლადაც მზად არის. საუბარია ოჯახებისთვის ახალი ტექნიკის გადაცემაზე, ძველის გატანის ნაცვლად.

პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს აბსოლუტურად ყველას, თუმცა, რა თქმა უნდა, წინასწარ განისაზღვრება კრიტერიუმები, ოჯახის შემოსავლები, ძველი ტექნიკის ტიპი და ა.შ.

ეს ყველაფერი წელს დაიწყება, თუმცა, რაც უფრო გაძლიერდება ბიუჯეტი, პროგრამის დაფინანსებაც გაიზრდება.

მთავრობის წარმომადგენელთა განმარტებით, ამ პროგრამის მიზანია, ყველა ოჯახმა შეძლოს ძველი ტექნიკის ახლით ჩანაცვლება, რათა შემცირდეს ელექტრო ენერგიის ხარჯები, დაეხმარონ გარემოს და რა თქმა უნდა, ადამიანებს ჰქონდეთ უკეთესი ნივთები თავიანთ საცხოვრებელში.

 

onalem

ტესტ