fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: მოსწავლის დედას, რომელიც პირბადის ტარებას აპროტესტებდა, კორონავირუსი დაუდგინდა

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში, მშობლების მხრიდან, დიდი გამოხმაურება მოჰყვა სკოლებში მოსწავლეების მიერ პირბადის ტარების ვალდებულების დაწესებას და დაფიქსირდა ბევრი უსიამოვნო ინციდენტიც.

ირკვევა, რომ ერთ-ერთი ბავშვის მშობელი, რომელიც პირბადის ტარების სასტიკი წინააღმდეგი იყო, კორონავირუსის მატარებელი აღმოჩნდა. ის საავადმყოფოს თანამშრომელია და ტესტის ჩატარების შედეგად ვირუსი დაუდგინდა. ახლა პერსონალი იმ საკითხზე ღელავს, თუ რამდენად მასშტაბურად არის გავრცელებული ვირუსი საავადმყოფოში.

უნდა აღინიშნოს, რომ პატრასის სამი და ახაიაში მდებარე ერთი სკოლა დაკეტილია, რადგან მოსწავლეები მასწავლებლებს შიგნით არ უშვებენ. თითოეული ბავშვი, რომელიც პირბადის წინააღმდეგ “იბრძვის”, დიდი ალბათობით, მშობლის მიერ არის წაქეზებული.

onalem

ტესტ