fbpx
საზოგადოება

ნასვამი ბერძენი ბარში მსხდომ ხალხს აივნიდან სკამებს და ქოთნებს ესროდა

ინციდენტი თესალონიკის ცენტრში, კაროლუ დილის ქუჩაზე მოხდა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბერძენი მამაკაცი საკუთარი სახლის აივნიდან ქვემოთ მდებარე ბარში ხალხს სკამებს და ქოთნებს ესროდა.

როგორც კი მან არაადეკვატური ქცევა დაიწყო, ადგილზე სწრაფად მობილიზდა პოლიცია და იქაურობა გადაკეტეს, რადგან არსებობდა შანსი, რომ ვინმე სერიოზულად დაშავდებოდა. მამაკაცი ისროდა მძიმე ქოთნებს, სკამებს და სხვადასხვა ნივთებს, რაც ხელში მოხვდებოდა.

რამდენიმე ხნის შემდეგ კი, პოლიციამ მიიღო მამაკაცის სახლში შესვლის ორდერი. ის დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.

 

onalem

ტესტ