fbpx
საზოგადოება

სასტიკი ანგარიშსწორება მამაკაცის გამო? რას მიაგნო პოლიციამ მჟავით თავდამსხმელთან დაკავშირებით

კალითეაში მომხდარი სასტიკი თავდასხმის უკან შესაძლოა დგას ქალი, რომელიც იოანას თანამშრომლის ყოფილი მეორე ნახევარია. ტატიანა სტეფანიდუს გადაცემის საშუალებით ირკვევა, რომ არსებობს კონკრეტული ეჭვმიტანილი, რომელთან დაკავშირებითაც ახლა პოლიცია თითოეულ დეტალს იძიებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ ქალბატონს პირადი ურთიერთობა ჰქონდა მამაკაცთან, რომელსაც პაპასპირუ სამუშაო გარემოდან იცნობს, თუმცა, ახლა ერთად აღარ არიან. ისინ უნდა აღინიშნოს, რომ იოანას თანამშრომელ მამაკაცს და სავარაუდო ეჭვმიტანილს საერთო შვილიც კი ჰყავთ, თუმცა, ოფიციალურ ქორწინებაში არ ყოფილან.

ირკვევა, რომ იოანასთან ამ მამაკაცს ქალი დახასიათებული ჰყავს, როგორც არასტაბილური, არაპროგნოზირებადი ქცევების მქონე ადამიანი. სწორედ ამიტომ არის შესაძლებელი, რომ ეჭვმიტანილს მსგავსი დანაშაული ჩაედინა. ასეთია თავად 34 წლის იოანას აზრიც.

გარდა ამისა, ეჭვმიტანილი ქალის მეზობლებიც ადასტურებენ, რომ ის გაუწონასწორებელი ადამიანია.

პოლიციის ინფორმაციით, თავად ეს ქალი ამტკიცებს, რომ იმ დროს როცა დანაშაული მოხდა კატეხაკზე, საჯარო სამსახურში იმყოფებოდა და თავდასხმას ვერანაირად ვერ განახორციელებდა. ახლა ოფიცრები ცდილობენ კამერების საშუალებით გაარკვიონ ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა ის საკუთარ სამსახურში, როცა იოანას სახეში მჟავა შეასხეს.

onalem

ტესტ