fbpx
საზოგადოება

“არ ვფიქრობდი მხოლოდ ჩემზე, ვფიქრობდი ჩემს ოჯახზე” – ფეი სკორდამ კოვიდ-19-ის ვაქცინა გაიკეთა

როგორც უკვე ცნობილია, ფეი სკორდა კორონავირუსით ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში დაინფიცირდა, როდესაც საბერძნეთში პირველი კარანტინი გამოცხადდა. მან დაავადება ყოველგვარი გართულებების გარეშე გადაიტანა და როგორც ამბობდა, მხოლოდ ძლიერ დაღლილობას გრძნობდა.

ირკვევა, რომ ცნობილმა ტელეწამყვანმა უქმე დღეებით ისარგებლა და ვაქცინაციისთვის სპეციალურ ცენტრში მივიდა. სკორდამ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ვაქცინა გაიკეთა და ფოტოც განათავსა სოციალურ ქსელში.

ფეი ამბობდა, რომ როცა გაიგო, რომ ინფიცირებული იყო, ფაქტობრივად, შოკში ჩავარდა, რადგან ფიქრობდა არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ოჯახზე, არ იცოდა, თუ როგორ ეთქვა ეს შვილებისთვის ან ოჯახის სხვა წევრებისთვის, თუმცა, საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ახლა, გარდა იმისა, რომ აქვს ანტისხეულები, ტელეწამყვანი ვაქცინირებულია პირველი დოზით.

onalem

ტესტ