fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: 58 წლის მამაკაცი გარდაცვლილი დედის პენსიას 10 წლის განმავლობაში იღებდა

საბერძნეთის პოლიციამ 58 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, 10 წლის მანძილზე საკუთარი გარდაცვლილი დედის პენსიას იღებდა.

ის 2002 წლიდან 2012 წლამდე პენსიას საბანკო ანგარიშიდან იღებდა, რომლის თანამფლობელიც დედასთან ერთად იყო. პენსიონერი ქალბატონი 2002 წელს გარდაიცვალა.

მის მიერ მითვისებული თანხის ოდენობა საერთო ჯამში 109, 000 ევროა.

58 წლის მამაკაცი ოთხშაბათს დღის მეორე ნახევარში, არტემიდაში დააკავეს. მას თაღლითობის ბრალდებით 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ბრალდებული პირი ათენის სააპელაციო სასამართლოდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ