fbpx
საზოგადოება

უმძიმესი ტრაგედია საბერძნეთში: ბიძა და მისი 16 წლის ძმისშვილი ღვინის ავზში გარდაცვლილები იპოვეს

ბერძნული საზოგადოება შეძრა კრეტადან გავრცელებულმა ამბავმა. ტრაგედია ირაკლიოში, კერძოდ, აგია ვარვარას ტერიტორიაზე მოხდა. 50 წლის მამაკაცი და მისი 16 წლის ძმისშვილი ღვინის ავზების გასაწმენდად წავიდნენ და მოგვიანებით ორივე მათგანი გარდაცვლილი იპოვეს.

ირკვევა, რომ 16 წლის ბიჭის ტყუპმა ძმამ ნერვიულობა დაიწყო, რადგან ისინი დიდი ხნის მანძილზე არ დაბრუნდნენ უკან და მაშინვე მამას შეატყობინა. ადგილზე მობილიზდა პოლიციაც, თუმცა, მანამდე 16 წლის ბიჭის მამა უკვე მისული იყო ღვინის ავზებთან, სადაც თავისი ძმა და შვილი უგონო მდგომარეობაში დახვდნენ.

მათ დაუყოვნებლივ გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა, უკვე ძალიან გვიანი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ორივე გარდაცვლილის ავზიდან ამოსაყვანად მისი დაცლა გახდა საჭირო, რადგან სხვანაირად შეუძლებელი იყო სხეულების გამოთავისუფლება.

50 წლის მამაკაცი ამ აგია ვარვარაზე ცნობილი ბიზნესმენი იყო, რადგან სასოფლო-სამეურნეო ნივთების მაღაზია ჰქონდა. ღვინის ავზი კი, რომელშიც ისინი დაიღუპნენ, მათივე სახლის უკანა მხარეს მდებარეობდა და მას პირადი სარგებლისთვის იყენებდა.

მომხდარის ზუსტი მიზეზები ამ დრომდე უცნობია, თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ ავზში ჯერ 16 წლის ბიჭი ჩავარდა, ხოლო ბიძამ მისი დახმარება სცადა. სამწუხაროდ, მან ეს ვერ შეძლო და ორივე ტრაგიკულად დაიღუპნენ.

onalem

ტესტ