fbpx
საზოგადოება

“მჯერა, რომ არსებობენ უცხოპლანეტელები… შეიძლება, მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ” – თამთა

თამთა მიწვეული იყო ცნობილი იუთუბერის გადაცემაში, სადაც თქვა, რომ ნამდვილად სჯერა უცხოპლანეტელების და იუმორით ისიც დასძინა, რომ შესაძლოა თავადაც კი არის ერთ-ერთი მათგანი.

“საქართველოში იყო პერიოდი, სავარაუდოდ, 90-იან 80-იან წლებში, როდესაც ყველა მფრინავ თეფშებს ხედავდა. ნახავდით ადამიანებს, რომლებიც ჯგუფურად იყურებოდნენ მაღლა, ეს ყველაფერი შოკში მაგდებდა. სამზარეულოს ფანჯრიდან სახურავზე ავდიოდი, რადგან ძალიან მინდოდა მეც დამენახა. დიდი სიყვარული მქონდა გარესამყაროს მიმართ და გამოვდიოდი ფანჯრიდან იმედით, რომ უცხოპლანეტელები დამინახავდნენ და წამიყვანდნენ. 

ამ იდეით ზოგადად ძალიან აღფრთოვანებული ვარ. მჯერა, რომ არსებობენ უცხოპლანეტელები და თანაც საკმაოდ ბევრნი. ეს ძალიან დიდი თემაა, შეიძლება მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ,”ამბობს მშვენიერი მომღერალი.

იხილეთ მთლიანად:

აღსანიშნავია, რომ თამთამ სულ ახლახანს გამოუშვა ახალი ვიდეო-კლიპიც, ბერძნები კი, როგორც ყოველთვის, მისით აღფრთოვანებულები არიან.

onalem

ტესტ