fbpx
საზოგადოება

“ზაფხული” ამ კვირაში დასრულდება – საბერძნეთში ამინდი 28 ოქტომბრიდან უარესდება

28 ოქტომბერი ორშაბათია, რაც ნიშნავს, რომ საბერძნეთში დასაქმებულებს სამდღიანი დასვენება უწევთ. საინტერესოა, თუ როგორი ამინდი იქნება ამ კვირის ბოლოს ქვეყანაში და კონკრეტულად ათენში.

ბერძენი მეტეოროლოგების ინფორმაციით, მომდევნო კვირიდან ამინდი უარესდება. როგორც ჩანს, ეს “ზაფხულის” ბოლო კვირაა და შემდეგ უკვე მოსალოდნელია წვიმა, თუმცა, არა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ოქტომბრის თვეში მაღალი ტემპერატურა ციკლონით იყო განპირობებული, რომელიც საბერძნეთს ტოვებს და მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი ცვლილება.

წვიმა და ქარი ძირითადად ნავარაუდევია დასავლეთ საბერძნეთში, პელოპონისოსა და ათენშიც კი.

27 ოქტომბრის ჩათვლით თბილი ამინდი შენარჩუნდება, ხოლო ორშაბათიდან ზამთარი ნელ-ნელა საგრძნობი გახდება, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში.

onalem

ტესტ