fbpx
საბერძნეთი

ბოლო დროის ყველაზე შოკისმომგვრელი და გახმაურებული საქმე საბერძნეთში: 54 წლის ბიზნესმენს 12 წლის ბავშვი პროსტიტუციაში ჰყავდა ჩაბმული

ბერძნული საზოგადოება შეძრულია ბოლო დღეებში გახმაურებული თემით, რომლის მთავარი გმირიც 54 წლის მამაკაცია, მსხვერპლი კი 12 წლის ბავშვი, რომელსაც ის პროსტიტუციაში ჩაბმას აიძულებდა. ამას გარდა, ის ბავშვზე თავადაც ძალადობდა, 4 თვის მანძილზე.

შოკისმომგვრელია ფაქტი, რომ ბრალდებულ ილიას მიხოს შექმნილი ჰქონდა სპეციალური პროფილი ბავშვისთვის, ინტერნეტში, სადაც პოტენციურ კლიენტებთან ვიზიტებს ნიშნავდა. არსებული ცნობებით, მას დანიშნული ჰქონდა 200-სზე მეტი ვიზიტი მამაკაცებთან, რომელთაც სექსუალური ინტერესი ჰქონდათ 12 წლის ბავშვის მიმართ. კლიენტებს ის ეუბნებოდა, რომ გოგონა 16 წლის იყო და არა 12-ის. თავად ბავშვი აცხადებს, რომ 10 მამაკაცისგან გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, ძალიან ბევრი კი, მიხვდა მის რეალურ ასაკს და ვიზიტიდან “უშვებდნენ”.

წარმოუდგენელი დანაშაულის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ბავშვი ლეფკადაში იმყოფებოდა დასასვენებლად და ოჯახის წევრმა მის ტელეფონში შენიშნა ამაზრზენი შინაარსის მესიჯები და დაუყოვნებლივ შეატყობინა დედამისს, შემდეგ კი, პოლიციას მიმართეს.

ილიას მიხო ფლობდა სუპერმარკეტს, ეწეოდა ეკლესიურ ცხოვრებას და თავადაც ჰყავს ოჯახი. მამაკაცის ნაცნობები და ახლობლები ვერ იჯერებენ, რომ მას მსგავსი რამის გაკეთება შეეძლო.

საბერძნეთის პოლიცია ცდილობს გამოიძიოს, აქვს თუ არა აღნიშნულ საქმეს უფრო ფართო მასშტაბები.

onalem

ტესტ