fbpx
საბერძნეთი

DEH – ღამის ტარიფის ფარგლებში დენის გადასახადი 65%-ით შემცირდება

პარლამენტში აღნიშნული საკითხი უკვე განიხილეს და სავარაუდოდ, მომდევნო დღეებში კენჭს უყრიან. გავრცელებული ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ შეღავათიანი დენის ტარიფი, რომელიც ღამი საათებში მოქმედებს, 65%-ით შემცირდეს.

საბოლოო ჯამში, გვექნება ასეთი ვითარება: თუკი მომხმარებელი ღამის ტარიფით 2.500 კილოვატში 162.15 ევროს იხდიდა, ახლა ეს მაჩვენებელი ახალი სკალით 120.65 ევრომდეა შემცირებული.

ხოლო მას შემდეგ, რაც ახალ კანონს დაამტკიცებენ, საბერძნეთის ელ. ენერგიის მომმარაგებელი კომპანია შემდეგ ცვლილებას გვთავაზობს: თუ ამჟამად 3,500 კილოვატში მომხმარებელი 299.6 ევროს იხდის, მომდევნო პერიოდში ეს მაჩვენებელი 203.1 ევრომდე შემცირდება.

 

 

onalem

ტესტ