fbpx
საზოგადოება

ხვალიდან ამინდი კვლავ უარესდება – ცვალებადი დეკემბერი საბერძნეთში

დეკემბრის დადგომასთან ერთად საბერძნეთში ნელ-ნელა ვიგრძენით ზამთრის სუსხი და როგორც ჩანს, სეზონის პირველი, სადღესასწაულო თვე ძალიან ცვალებადია.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ხვალიდან ამინდი კვლავ უარესდება და ეს ყველაფერი თავდაპირველად იონიის ზღვიდან დაიწყება. 9 დეკემბერს დასავლეთ საბერძნეთში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექით და ნელ-ნელა გავრცელდება დანარჩენ რეგიონებზეც.

ქვეყნის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა და პერიოდული წვიმა, იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის ქარი, 4-6 ბალი სიძლიერის.

რაც შეეხება პარასკევს, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია ღრუბლიანობა, დროებითი, მაგრამ ძლიერი წვიმა და ელჭექი. წვიმა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია გვიან ღამემდე, ხოლო ცენტრალურ და ჩრდილოეთ საბერძნეთის მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვაც კი.

ნახეთ ამინდი ათენში 9 და 10 დეკემბერს:

თესალონიკი:

 

onalem

ტესტ