fbpx
საზოგადოება

საპატიმროდან ზღაპრულ მიკონომდე

აღდგომას სასწაულები ხდება, მაგრამ არა ჩვენთვის, მოკვდავებისთვის. კუნძულ მიკონოს სანაპიროზე იდიოზური ფიგურა – დემოსთენის ვერგისი გამოჩნდა, თავის ერთგულ მეუღლესთან, სვეტლანასთან ერთად.

პარტია “Ελλήνων Οικολόγων”-ს დამფუძნებელს 2014 წელს ფართომასშტაბიანი თაღლითობისთვის 37 წელი მიუსაჯეს.

კერძოდ, მან მარათონას ტბის ტერიტორიაზე ტყის გაშენების ნებართვა გასცა. ეს არის 452,000 კვ.მ. ფართობი, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის. ექსპერტების შეფასებით, ტერიტორიის ღირებულება 8 მილიონ ევროს აღემატება.

შედეგად, პარტიის პრეზიდენტს 37 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ჯარიმის სახით 150,000 ევრო გადაიხადა და დღეს, მხოლოდ 2,5 წლის შემდეგ, ის თავისუფალია. თავდაპირველად, ის ამბობდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაათავისუფლეს, რადგან გული აწუხებდა, თუმცა სინამდვილეში ეს პარასკევოპულოს ამინისტიის დამსახურებაა.
”ახლა მე თავისუფალი და ძალიან ბედნიერი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ჯანმრთელობა ახლა გაცილებით გაუარესებულია. ძალიან მიხარია, რომ ჩემი მეუღლე მთელი ეს დრო მორალურად მხარში მედგა. ის ნამდვილი ქალბატონია, ამას მეუბნებოდა ყველა, ვინც ჩემს მოსანახულებლად მოდიოდა. მე მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან მას შევხვდი,” – ამბობს ვერგისი და უარს ამბობს ციხეში გატარებული დროის შესახებ საუბარზე.

onalem

ტესტ