fbpx
საზოგადოება

17 წლის ასაკში საკის რუვა გააჩინა, ორი შვილით განქორწინდა და ახლა ახალგაზრდა ბებიაა

საკის რუვა – ცნობილი ბერძენი მომღერალი, კორფუზე, კერძოდ კი მადუკის ტერიტორიაზე დაიბადა. რუვას მშობლები კონსტანტინოს რუვასი და ანა მარია პანარეტუ არიან. მას ჰყავს უმცროსი ძმაც, აპოსტოლის რუვასი, რომელსაც ვიწრო წრეში ტოლის ეძახიან.

კონსტანტინოს რუვასი პროფესიონალ მძღოლად მუშაობდა, მისი მეუღლე, საკის დედა კი, კორფუს აეროპორტის მაღაზიაში, Duty Free. წყვილი 1984 წელს განქორწინდა. საკი და მისი ძმა კი საცხოვრებლად სოფელ პოტამიოში გადავიდნენ. ეს იმისთვის, რომ ბებია-ბაბუასთან ყოფილიყვნენ (საკის მამის მშობლებთან).

რამდენიმე ხანში კონსტანტინოს რუვასი მეორედ დაქორწინდა და სხვა შვილები გაუჩნდა. საკის რუვამ 12 წლის ასაკში გადაწყვიტა მუშაობა დაეწყო, რადგან უნდოდა დედას დახმარებოდა, რომელიც მარტო ცხოვრობდა.

“დედასთან თავს ძალიან ახლოს ვგრძნობ, რადგან ჩვენს შორის პატარა ასაკობრივი სხვაობაა. მხოლოდ 17 წლის იყო, როცა გამაჩინა, ბავშვი იყო. ახლა რომ 18 წლის გოგონებს ვუყურებ, ვერ წარმომიდგენია, როგორ შეძლო მან შვილების გაზრდა. ყოველთვის ძალიან ახლოს ვიყავით და ჩვენმა ურთიერთობამ უამრავი ფაზა გაიარა,” ამბობს საკი.

მიუხედავად იმისა, რომ ანა მარია პანარეტუს ქორწინება საკის მამასთან დასრულდა, ის ახლა ოთხი შვილიშვილის უბედნიერესი ბებიაა.

onalem

ტესტ