fbpx
პოზიტივისაზოგადოება

ვინ არის ბერძენი პოლიციელი, რომელმაც მონასტირაკზე იმღერა?!

პოლიციელის უნიკალური შესრულება მონასტირაკზე, ქუჩის მუსიკოსის აკომპანიმენტით, ბერძნული მედია სივრცის განხილვის თემად იქცა. ოფიცერმა, რომელიც ჩვეულ პოლიციის ფორმაში იყო გამოწყობილი, არ ითაკილა, ქუჩის მუსიკოსთან მივიდა და საკუთარი ნიჭით იქ მყოფები მოხიბლა.

https://www.facebook.com/kamm1tv/videos/2458208320931172/

როგორც აღმოჩნდა მარიოს დარვირასმა მუსიკალურ კონკურსში, “Voice”-ში მიიღო მონაწილეობა, თუმცა, ვერცერთი სკამის შემოტრიალება ვერ შეძლო.

მის ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ატიკის პოლიციის ოფიცერთა გაერთიანების პრეზიდენტმა, გიორგოს კალიაკმანიმ: “ეს ძალიან ლამაზი კადრია, რომელიც არავის შეურაცხყოფს, არამედ საზოგადოებამ მოიწონა და შეაქო. ღირსეული წარმოდგენა, არაჩვეულებრივი ხმა და სპონტანური ენერგია, რომელსაც მხოლოდ დადებითი კომენტარები შეუძლია მოიტანოს იმ დღეებში, როცა პოლიცია ბევრჯერ წარმოჩინდა ნეგატიურად, როდესაც თესალონიკში მოხუცი ქალი ჩუსტების უკანონოდ გაყიდვის გამო დააკავეს, ხოლო არასრულწლოვნები “ჯოკერის” ყურების დროს კინოებიდან გამოიყვანეს.”

onalem

ტესტ