fbpx
საბერძნეთი

ფრანგმა ტურისტმა, რომელმაც კრეტაზე მამაკაცი გატეხილი ბოთლით მძიმედ დაჭრა, წვერი და თმა გადაიპარსა, რომ პოლიციას გაქცეოდა

კრეტაზე მომხდარი ინციდენტი კინაღამ ტრაგედიით დასრულდა, თუმცა, ახლა დაჭრილი მამაკაცი, რომელიც საფრანგეთიდან არის, უმძიმეს მდგომარეობაში, ვენიზელიუს საავადმყოფოშია მოთავსებული.

ჩხუბი, რომელიც 10 ფრანგს შორის მოხდა, ტელეფონით არის გადაღებული და სწორედ ეს კადრები დაეხმარა პოლიციას, რომ დამნაშავეთა იდენტიფიცირება მოეხდინა. ერთ-ერთმა ფრანგმა საკუთარი თანამემაულე გატეხილი ბოთლით დაჭრა და ეს მომენტი კარგად ჩანს ვიდეოში.

ირკვევა, რომ შემდეგ მან წვერი და თმა გადაიპარსა, რათა ოფიცრებს გაქცეოდა და ვერ მიმხდარიყვნენ, რომ სწორედ ის იყო მთავარი დამნაშავე. თუმცა, ცხადია, საბერძნეთის პოლიცია ვერ მოატყუა. მას ბრალს მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენებენ, ხოლო დანარჩენებს სხეულის განზრახ დაზიანებისა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის.

ხერხონისოსში, სადაც ისინი იყვნენ დაბინავებულები ჩატარდა ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები.

onalem

ტესტ