fbpx
საზოგადოება

როდოსი: შვედმა ტურისტმა ცოლის გაუჩინარების შესახებ განაცხადა, რომელიც კორონავირუსის გამო საავადმყოფოში მოათავსეს

როდოსის ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შვედი ცოლ-ქმარი კუნძულზე დასასვენებლად იმყოფებოდა, თუმცა, მათი შვებულება უსიამოვნოდ განვითარდა.

არსებული ცნობებით, დაახლოებით ორი დღის წინ ქალმა სასტუმროს ნომერი დატოვა, რათა სანაპიროზე გასულიყო, ხოლო მისი მეუღლე ოთახში დარჩა. რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ, როდესაც ქალი უკან არ დაბრუნდა, მამაკაცი ანერვიულდა და პოლიციის განყოფილებაში წავიდა, რათა ცოლის დაკარგვის შესახებ განეცხადებინა.

ოფიცრების მიერ ჩატარებული გამოძიების საფუძველზე, ქალს როდოსის საავადმყოფოში მიაკვლიეს, სადაც კორონავირუსის დიაგნოზით არის მოთავსებული.

აღმოჩნდა, რომ ვირუსზე ტესტის ჩატარების შედეგად, მამაკაცის პასუხები უარყოფითი, ხოლო ქალის პასუხები დადებითი აღმოჩნდა, შემდეგ შეუძლოდ გახდა და მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

უცნობია, თუ რატომ ვერ მოახერხეს მის მეუღლესთან დაკავშირება, რათა მისთვის ცოლის მდგომარეობის შესახებ ეცნობებინათ.

onalem

ტესტ