fbpx
საბერძნეთი

მარტის ბოლომდე ზომების თითქმის სრულად მოხსნა ვაქცინირებულებისთვის საბერძნეთში – რა ეხებათ აუცრელებს?!

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა, თანოს პლევრიმ ტელეკომპანია ΑΝΤ-თან ქვეყანაში მოსალოდნელ ცვლილებებზე ისაუბრა, რომლებიც კოვიდის წინააღმდეგ მიღებული ზომების მოხსნას უკავშირდება.

მისი განმარტებით, ამ დროისთვის ექსპერტთა საბჭო არ განიხილავს აუცრელებისთვის აკრძალვების გაუქმებას და თავისუფლება ელით მხოლოდ მათ, ვინც სრულად არის ვაქცინირებული.

“აუცრელებისთვის ზომების მოხსნაზე არ მიმდინარეობს არანაირი მსჯელობა. საუბარია თითქმის სრული თავისუფლების მინიჭებაზე მხოლოდ მათთვის, ვინც ვაქცინირებულია კოვიდის წინააღმდეგ. ვინც არ აიცრა, მან საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.

არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მთელ ევროპაში 6 თვეში ბევრად უკეთესი მდგომარეობა იქნება და გავთავისუფლდებით დარჩენილი შეზღუდვებისგანაც, მაგრამ ხაზი უნდა გავუსვა, რომ საბერძნეთი მზადყოფნას აცხადებს იმ შემთხვევაში, თუ სექტემბერში ვირუსი კვლავ დაგვიბრუნდება.

რაც შეეხება აუცრელ ექიმებს, ისინი სამსახურებში არ დაბრუნდებიან, თუ აზრს არ შეიცვლიან.

ვფიქრობთ, რომ მარტის ბოლოსთვის ვაქცინირებულებისთვის თითქმის ყველა აკრძალვა მოხსნილი იქნება,” განაცხადა მინისტრმა.

პლევრიმ ისიც აღნიშნა, რომ დისტანციის დაცვა და პირბადეების ტარება სოციალურ ცხოვრებაზე გავლენას არ ახდენს, აქედან გამომდინარე, მოსახლეობამ უნდა განაგრძოს უსაფრთხოების ამ ზომების ერთგულად დაცვა.

onalem

ტესტ