fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: მამაკაცი სხვის ბინებს აქირავებდა და დამქირავებლებს 50-დან 600 ევრომდე სძალავდა

საბერძნეთის პოლიციამ 40 წლის მამაკაცი დააკავა, რომელსაც ბრალად, თაღლითობის გზით, თანხების მითვისება ედება.

ირკვევა, რომ შემთხვევები ათენისა და პირეას ტერიტორიებზე ხდებოდა. ის სხვისი ბინების მესაკუთრედ ასაღებდა თავს, დაქირავების მსურველებს უკავშირდებოდა და მათ გარკვეულ თანხებს ართმევდა. ის ინტერნეტის საშუალებით ისეთ შეთავაზებებს დებდა, რომ სწრაფად პოულობდა “კლიენტებს” და შეხვედრისას ეუბნებოდა, რომ თუ სურდათ მალე მიეღოთ ბინის გასაღები, თანხის ნაწილი წინასწარ უნდა მიეცათ.

რაც უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, ის ამ ადამიანებს გასაღებებს ნამდვილად აძლევდა, მაგრამ ისინი სრულიად სხვა სახლის გასაღებები იყო. ამას იმიტომ აკეთებდა, რომ დამქირავებლებს ეჭვი არ შეჰპარვოდათ მის სანდოობაში.

არსებული ცნობებით, 40 წლის თაღლითი თითოეული ადამიანისგან 50-დან 600 ევრომდე იღებდა და ერთი და იგივე ბინას 5 ადამიანზე “აქირავებდა”.

პოლიციის ინფორმაციით, გამოვლენილია მის მიერ მოტყუებული მინიმუმ 25 ადამიანი, სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად კი, 2050 ევრო და 2 მობილური ტელეფონი ამოიღეს.

onalem

ტესტ