fbpx
საბერძნეთი

ცნობილი ბერძენი ქალები, რომლებმაც ბავშვები იშვილეს – ზოგისთვის ეს უბრალოდ არჩევანი იყო

გუშინ საბერძნეთში დედის დღე აღინიშნებოდა და ამასთან დაკავშირებით ბერძნულმა მედიამ მოამზადა სტატია იმ ქალბატონებზე, რომელთაც ბავშვები იშვილეს. ეს ნაბიჯი ალბათ იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ დედად გახდომა, მითუმეტეს იმ შემთხვევებში, როდესაც ზოგიერთ მათგანს საკუთარი შვილის ყოლაც შეეძლო, მაგრამ სხვა არჩევანი გააკეთა.

ხარის ალექსიუ – მომღერლისთვის ეს გადაწყვეტილებაზე მეტად ღმერთის მიერ მისი ლოცვის შესმენა იყო. როგორც ამბობს, ეს იყო მომენტი, როდესაც ღმერთმა მისი თხოვნა და ლოცვა შეასრულა და მის ცხოვრებაში ბავშვი მოვიდა, თუნდაც, სხვანაირი გზით. მანოს თეოფილუს ის მცირე ასაკიდან ეუბნებოდა, რომ ნაშვილები იყო და როგორც თავად თეოფილუ ამბობს, ძალიან გაუმართლა, ხოლო ბიოლოგიური მშობლების მოძებნა არ უცდია, რადგან აღმზრდელი მშობლებისგან მთელი “სამყაროს სიყვარული” ჰქონდა.

ხრისტინა კონტოვა – ყველამ იცის პატარა ადას შესახებ, რომელიც ცნობილმა დიზაინერმა უგანდადან იშვილა და ეს პროცესი 2020 წელს დაიწყო. კონტოვა ორჯერ იყო ფეხმძიმედ, მაგრამ სამწუხაროდ, ბავშვი ორივეჯერ დაკარგა. ახლა, ადასთან ერთად ცხოვრების უბედნიერესი პერიოდი აქვს, ეპიზოდებს კი, სოციალური ქსელის საშუალებით ხშირად გვიზიარებს.

მიმი დენისი – მსახიობი იშვიათად საუბრობს თავის შვილზე, მაგრამ არასოდეს დაუმალავს, რომ გოგონა იშვილა. დენისის შემთხვევაში დიდი როლი ითამაშა 1992 წელს მისი მეორე ნახევრის, ანტონის ტრიცის გარდაცვალებამ, რომლის შემდეგაც მსახიობმა გადაწყვიტა, რომ ბავშვი უნდა აეყვანა, რადგან ვერ წარმოედგინა, რომ სხვისგან გააჩენდა შვილს, მიუხედავად იმისა, რომ უშვილობის პრობლემა არასოდეს ჰქონია. ეს უბრალოდ არჩევანი იყო, რომელიც გააკეთა. თავად გოგონას 2 წლის ასაკიდან ეუბნებოდა, რომ ნაშვილები იყო.

ვიკი ვოლიოტი – მისი ცხოვრებაც ერთმა პატარა გოგონამ შეცვალა, ეთიოპიიდან. მსახიობი ამბობს, რომ არ გამორიცხავს, მეორე ბავშვიც აიყვანოს შვილად, მიუხედავად იმისა, რომ ეს გრძელვადიანი და რთული პროცესია და დიდი მოთმინება სჭირდება.

ამ ქალბატონებს შორის არის მსახიობი, ევგენია დიმიტროპულუც, რომელიც ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მეუღლესთან ერთად მიიღო და არ გამომდინარეობს იქიდან, რომ ბავშვის გაჩენა არ შეეძლო. ამ ნაბიჯს ნებისმიერ შემთხვევაში გადადგამდა.

onalem

ტესტ