fbpx
საბერძნეთი

დასვენება სახელმწიფოსგან 300.000 ადამიანს საბერძნეთში – სისტემა 15 ივნისამდე გაიხსნება

ივნისის პირველი 15 დღის მანძილზე მოსალოდენლია, რომ გაიხსნას სისტემა სოციალური ტურიზმის პროგრამაში მონაწილეობის მსურველებისთვის. განაცხადების გაკეთება შესაძლებელი იქნება პლატფორმაზე, https://www.dypa.gov.gr/koinonikos-toyrismos და გასულ წლის მსგავსად, ბენეფიციართა რაოდენობა იქნება 300.000.

შეფასების ძირითადი კრიტერიუმებია წლიური შემოსავალი და ოჯახში არასრულწლოვანთა რაოდენობა, ხოლო პერიოდი, როდესაც ვაუჩერების გამოყენება იქნება შესაძლებელი, არის 2023 წლის 1 აგვისტოდან 2024 წლის 31 ივლისის ჩათვლით.

განაცხადების გასაკეთებლად შეგიძლიათ მიმართოთ ბუღალტერსაც, რომელიც შეაფასებს თქვენი მდგომარეობის მიხედვით, რამდენად აკმაყოფილებთ კრიტერიუმებს და შესაბამისად, გააკეთებთ განაცხადს.

მთავრობის სუბსიდირების ვაუჩერი განკუთვნილია სასტუმროებსა და დასაქირავებელ ოთახებზე, ძირითადად, კუნძულებზე: ლესვოს,ხიოს, კოს, ლეროს და ასევე, ევროსსა და ევიას ტერიტორიებზე.

ამას გარდა, შეგახსენებთ, რომ პროგრამის ბენეფიციარებს, რომელთაც ჯერ ისევ არ გამოუყენებიათ თავიანთი ვაუჩერები, შეუძლიათ ისარგებლონ მათით 2023 წლის 31 ივლისამდე.

 

 

onalem

ტესტ