fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“თუ ეს სამი დღე კარგად ჩაივლის, კიდევ ერთი ნაბიჯით წინ ვიქნებით, ზომების მოსახსნელად” – ლეფტერის იკონომუ

ტელეკომპანია ΣΚΑΪ-სთან საუბარში ლეფტერის იკონომუმ აღნიშნა, რომ ხორცის შეწვა აკრძალული არ არის, მთავარია, რომ ეს არ მოხდეს ხალხის თავშეყრის ადგილებში და ერთმანეთთან სტუმრობის ფარგლებში.

“საბერძნეთი, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ძალიან მაღალ საფეხურზე დგას. საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილია ისეთი, რომელიც არ ემორჩილება კანონს. მაგრამ ისინი ან კანონდარღვევისთვის პასუხს შესაბამისად აგებენ.

დაუშვებელია ხალხის შეკრება ეკლესიებში. თუკი იქ ვინმე მივა, პოლიცია აუცილებლად ჩაერევა. პატივი ეცით ამ დღეების სიწმინდეს და სასულიერო პირების სხვაგვარ დამოკიდებულებასაც. გარდა ამისა, პატივი ეცით ერთმანეთს და ნუ შეიქმნით პრობლემას ერთმანეთთან სტუმრობით. თუ ეს სამი დღე კარგად ჩაივლის, ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯით წინ ვიქნებით, რომ საბერძნეთში მიღებული ზომები მოიხსნას.

უმნიშვნელოვანესია უმიზეზო გადაადგილების მკაცრი კონტროლი,” განაცხადა იკონომუმ.

როგორც უკვე ცნობილია, შაბათს საღამოს 21:00 საათიდან ორშაბათის ჩათვლით გადაადგილების მცდელობისთვის მძღოლები 300, ხოლო მათ გვერდით მსხდომები 150 ევროთი დაჯარიმდებიან, იმ შემთხვევაში, თუკი გადაადგილების მიზეზს შესაბამისად ვერ დაასაბუთებენ. ასევე, ჩამოერთმევათ სანომრე ნიშნები.

onalem

ტესტ