fbpx
საბერძნეთი

ყურადღება! მესიჯი, რომელიც შეიძლება საბერძნეთის პოლიციისგან მოგივიდეთ, ყალბია!

საბერძნეთის პოლიცია მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს ახალ თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში, განსაკუთრებით კი, ათენში ამოქმედდა. საუბარია მოკლე ტექსტურ შეტყობინებებზე ან იმეილზე, რომლებიც შესაძლოა პოლიციის სახელით მოგივიდეთ. იქ დაბალი ხარისხის ინგლისურით წერია, რომ თქვენ გარკვეული ფინანსური დარღვევები გაქვთ რომელიმე ბანკში.

პოლიცია ხაზგასმით აცხადებს, რომ ტელეფონის ნომერი და მითითებული ფაქსი/იმეილი ეკუთვნის კერძო კომპანიას და არა საბერძნეთის პოლიციას.

ამრიგად, მსგავსი შეტყობინების მიღების შემთხვევაში, პროკურატურა გვაფრთხილებს:

არ დავუბრუნოთ პასუხი და არ გავიდეთ არანაირ კავშირზე.

ყურადღება გამოვიჩინოთ სოციალურ ქსელშიც, რადგან შესაძლოა მათი შემდეგი ნაბიჯი სწორედ ფეიბუქი და ინსტაგრამი იყოს.

სავარაუდოდ, თაღლითების მიზანი, საბანკო გადარიცხვების მოტყუებით განხორციელებაა.

onalem

ტესტ