fbpx
საზოგადოება

უზენაესმა სასამართლომ კეტი გარბის სიმღერა “მხოლოდ შენ” მოპარულად გამოაცხადა – ის აზერბაიჯანური “ბაიათის” ანალოგია

ბერძნული მედია უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ იუწყება, რომელიც კეტი გარბისა და მის სიმღერას ეხება. როგორც ირკვევა, საბოლოო გადაწყვეტილების მიხედვით, გარბის სიმღერა “მხოლოდ შენ” (Μονο Εσενα) გამოაცხადდა, როგორც მოპარული. ის არის აზერბაიჯანული სიმღერის, “ბაიათის” ანალოგი.

ამ საკითხთან დაკავშირებით დავა ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო, როდესაც ელდარ მანსუროვმა შეიტყო, რომ საბერძნეთში 2003 წელს გამოვიდა სიმღერა, რომელიც მისი “ბაიათის” ანალოგი იყო. მან შეტყობინება გაუგზავნა ავტორს, კომპოზიტორ დიმიტრის კონტოპულოს და ასევე ხმის ჩამწერ კომპანიას, სადაც განმარტა, რომ ეს “ქურდობა” იყო. კონტოპულომ ბრალდება კატეგორიულად უარყო და საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა. როგორც პირველ ინსტანციაში, ასევე სააპელაციო სასამართლოში, ელდარ მანსუროვი გაამართლეს. გადაწყვეტილება თავად კონტოპულომ გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში, სადაც მესამედ წააგო.

საქმე განხილულ იქნა ექსპერტების მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგების მიხედვით და დადგინდა, რომ სიმღერა როგორც მელოდიური, ასევე, სხვა მრავალი კუთხით, ნამდვილად არის “ბაიათის” ანალოგი, დადგინდა 50%-ზე მეტი მსგავსება და ეს ფაქტები ძალიან ძნელად შეიძლება მივაწეროთ დამთხვევას.

იხილეთ ორივე სიმღერა:

onalem

ტესტ