fbpx
საბერძნეთი

2023 წელი საბერძნეთში ზღვის თვითმფრინავებით – ინოვაცია, რომელიც რეალობად იქცევა

როგორც ბერძნული მედია იუწყება, ეროვნული მიზანია, რომ 2023 წელს საბერძნეთში ზღვის თვითმფრინავები დაფრინავდნენ, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყნის კუნძულების პოტენციალის რეალიზებას.

რაზეა საუბარი?!

საუბარია პატარა ზომის თვითმფრინავებზე, რომელთაც 20 მგზავრის გადაყვანა შეუძლიათ და შეუძლიათ დაჯდნენ წყალზე, იქნება ეს ზღვაში, თუ ტბაზე. მათი მუშაობა ერთმანეთთან დააკავშირებს ტერიტორიებს, კუნძულებს, რომელთა შორისაც ახლა პირდაპირი საჰაერო რეისები არ ხორციელდება და უმთავრესი ის არის, რომ გადაადგილება იქნება უსწრაფესი, ისევე როგორც ჩვეულებრივი თვითმფრინავების შემთხვევაში, ვინაიდან გემებით მანძილის დასაფარად საკმაოდ დიდი დროა საჭირო.

საბერძნეთში კუნძულების გეოპოლიტიკური თავისებურება გადამწყვეტ როლს თამაშობს მდგრადი განვითარების, ეროვნული თავდაცვისა და ტურისტული თანვითარების თვალსაზრისით, ამიტომ ფაქტია, რომ წყლის თვითმფრინავები ინოვაცია იქნება და კიდევ უფრო მოიმატებს დაინტერესებულთა რიცხვი.

onalem

ტესტ