fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: გაფრთხილება ტომატ-პასტის შესახებ, რომელშიც შესაძლოა შუშები ეყაროს

საბერძნეთის მოსახლეობას სურსათის კონტროლის სააგენტო გაფრთხილებას აძლევს. საუბარია ტომატ-პასტაზე, რომელიც სუპერმარკეტებში აქტიურად იყიდება, თუმცა, წარმოდგენაც არ გვაქვს, თუ რას შეიძლება შეიცავდეს ქილა.

კონკრეტულად, ეს არის “Pasco Tandoori Marinade Paste”, 270 გრამი, ვარგისი 2021 წლის 30 ნოემბრამდე.

სააგენტოს დადასტურებული ინფორმაციით, პასტა შეიცავს მცირე ზომის შუშებს და ის ნებისმიერ მომხმარებელს შეიძლება აღმოაჩნდეს.

მათი მოთხოვნით, სუპერმარკეტების თაროებიდან ტომატ-პასტის ჩამოღების პროცესი უკვე დაიწყო.

მათ კი, ვინც აღნიშნული პროდუქტი უკვე შეიძინეთ, გირჩევთ, არ გამოიყენოთ ის.

onalem

ტესტ