fbpx
საბერძნეთი

კლიმატური ფენომენი “Daniel” სუსტდება – გაუმჯობესებული ამინდი და ტემპერატურის მატება საბერძნეთში

მას შემდეგ, რაც საბერძნეთში კლიმატურმა ფენომენმა, “Daniel”-მა დამანგრეველი შედეგები მოიტანა, ის ნელ-ნელა სუსტდება და როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, ძალას საბოლოოდ კარგავს, ეგვიპტის ტერიტორიაზე. ეგეოსის ზღვის ტერიტორიაზე ქარი ნელ-ნელა სუსტდება და ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი.

როგორც ირკვევა, მომდევნო დღეებში თითქმის მთელი საბერძნეთის მასშტაბით მოსალოდნელია მზიანი დღეები და კარგი ამინდი პარასკევის ჩათვლით გასტანს. ნალექი, მცირე რაოდენობით, მხოლოდ მაკედონიის მთებშია ნავარაუდევი.

დღეს საბერძნეთში ჰაერის ტემპერატურა საშუალოდ 28-32 გრადუსამდე იქნება, მხოლოდ საღამოსა საათებში დაფიქსირდება შედარებით დაბალი ტემპერატურა, მზის ჩასვლის შესაბამისად.

იხილეთ პროგნოზი გრაფიკულად:

onalem

ტესტ