fbpx
მსოფლიო

ათენიდან გაფრენილი თვითმფრინავი ბელარუსის პრეზიდენტის ბრძანებით მინსკში დასვეს, რომ ჟურნალისტი დაეკავებინათ

ათენი-ვილნიუსის რეისი მგზავრებისთვის კოშმარული აღმოჩნდა. Ryanair-ის ხომალდი ვილნიუსის ნაცვლად, მინსკში დაჯდა, ამის ბრძანება კი ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ გასცა, მაგრამ ეს მხოლოდ მოგვიანებით გაირკვა.

თვითმფრინავის მინსკში დაშვების მიზეზი იყო ბელარუსელი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დაკავება, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიემგზავრებოდა. ის ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტია, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს.

ბორტზე მოხვედრამდე პროტასევიჩი იუწყებოდა, რომ აეროპორტში მას უთვალთვალებდნენ.

მინსკის აეროპორტში განაცხადეს, რომ თვითმფრინავი ბორტზე არსებული ბომბის შესახებ შეტყობინების გამო დასვეს და დაჯდომის ნებართვა მფრინავებმა თავად მოითხოვეს.

ბელარუსის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამსახურმა განაცხადა, რომ პროტასევიჩი დააკავეს, თუმცა, მოგვიანებით ეს განცხადება Telegram-დან წაიშალა.

ჟურანლისტს საკუთარ ქვეყანაში სიკვდილით დასჯა ემუქრება.

 

onalem

ტესტ