fbpx
მსოფლიო

“საშინელებათა ფილმი გამოვიარეთ, ჟურნალისტის გვერდით ვიჯექი, ვხედავდი, როგორ ეშინოდა” – ათენი-ვილნიუსის რეისის ერთ-ერთი ბერძენი მგზავრი

როგორც უკვე ცნობილია, ათენი-ვილნიუსის მიმართულებით მოძრავმა თვითმფრინავმა ავარიული დაშვება მინსკში განახორციელა, რასაც წინ ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ბრძანება უძღვოდა. ბორტზე იმყოფებოდა რამდენიმე ბერძენი, რომელთაგან ერთ-ერთი ტელეკომპანია Mega-სთან საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს.

თვითმფრინავში, რომელმაც შეიცვალა მარშრუტი და ბელარუსში დაეშვა, იჯდა რომან პროტასევიჩი, ლუკაშენკოს მოწინააღმდეგე ჟურნალისტი, რომელსაც ბელარუსში სიკვდილით დასჯა ელის.

“საშინელებათა ფილმი გამოვიარეთ. ბორტზე ავედით, რომ საკუთარ ოჯახებთან ჩავსულიყავით, დაშვების პროცესში ვიყავით, როცა 10 წუთით ადრე გამოაცხადეს, რომ ავარიული დაშვება უნდა განეხორციელებინათ. პილოტმა თქვა, რომ მინსკში დავეშვებოდით, საგანგებოდ, მაგრამ მიზეზი არ განუმარტავს. დავჯექით და თვითმფრინავის შიგნით ვიცდიდით. ხალხი და ძაღლები შემოვიდნენ შემოწმების ჩასატარებლად. 1 საათის შემდეგ გამოვედით გარეთ. 

როცა გავიგეთ, რომ თვითმფრინავი ბელარუსში ბრუნდებოდა, დავინახე მისი რეაქცია. ხელები თავში წაიშინა, თითქოს, იცოდა, რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა. ძალიან შეშინებული იყო. უყურებდი და ცხადი იყო, რომ მის თავს რაღაც ხდებოდა.

იძულებითი დაშვების შემდეგ მგზავრები მოსაცდელში ველოდებოდით, საპირფარეშოში გასვლის უფლებაც კი არ გვქონდა. რამდენიმე ხანში მოვიდნენ პოლიციის მაღალი რანგის თანამშრომლები და ჟურნალისტი დააკავეს. ის ჩემს გვერდით იჯდა, ისე, თითქოს, არაფერი ხდებოდა,” ამბობს ნიკოს პეტალი.

 

 

onalem

ტესტ