fbpx
საზოგადოებაჯანმრთელობა

ბერძენი ექიმების “ბავშვურ” შეცდომას 29 წლის მშობიარე ქალი ემსხვერპლა

ტრაგედია კატერინში დატრიალდა. დაღუპულია 29 წლის ქალი, რომელიც საკეისრო კვეთით ამშობიარეს და საკუთარი შვილის ხელში აყვანაც ვერ მოასწრო, რომ გარდაიცვალა. ეს ყველაფერი კი, როგორც მისი ოჯახის წევრები ამბობენ, ექიმების შეცდომის გამო მოხდა.

“ეს დიდი უბედურებაა. გოგონა დიდი ენთუზიაზმით ელოდებოდა მშობიარობას, ის-ის იყო შვილი გულში უნდა ჩაეკრა, რომ დაიღუპა. მას საკეისრო კვეთა გაუკეთეს და თავს ძალიან კარგად გრძნობდა. ექიმებმა იცოდნენ, რომ ალერგიული იყო ერთ-ერთ ანტიბიოტიკზე, მაგრამ მაინც გაუკეთეს ის. ჩემთვის ეს ბავშვური შეცდომაა. ასეთი რამ ექიმის არ უნდა ემართებოდეს. მათ თესალონიკის “იპოკრატიოს” საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვეს, თუმცა, გზაში სამჯერ მაინც გახდა საჭირო მისი უკან მობრუნება, გოგონა სიკვდილის პირას იყო და დაიღუპა კიდეც. ექიმებმა თესალონიკში თქვეს, რომ პირველივე დღეს, რომ მიეყვანათ, შესაძლოა გადარჩენილიყო.” ამბობს მისი ნათესავი.

როგორც ირკვევა, 29 წლის ქალს ალერგიული შოკი დაემართა და ტვინს ჟანგბადი აღარ მიეწოდებოდა. სწორედ ამიტომ დაიღუპა, მანამდე კი ამბობდა, რომ თავს ძალიან ცუდად გრძნობდა და პირიდან დუჟიც ამოსდიოდა.

გარდაცვლილის ოჯახი ექიმებს სასამართლოში უჩივის.

 

onalem

ტესტ