fbpx
საზოგადოება

ბოშები წვეულების დასაშლელად მისულ პოლიციელებს თავს დაესხნენ

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ინციდენტი მენიდის ტერიტორიაზე მოხდა. პოლიციაში დარეკეს ადგილობრივებმა და განაცხადეს, რომ ბოშებს ერთგვარი წვეულება ჰქონდათ მოწყობილი და საშინლად ხმაურობდნენ, ისმოდა მუსიკა და შეკრებილი იყო ბევრი ხალხი.

ოფიცრები ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ და სახლის პატრონს მოუწოდეს, რომ განყოფილებაში გაჰყოლოდათ. ამ ყველაფრის გაგებისას სახლიდან გამოვარდა დაახლოებით 30 ბოშა და პოლიციელებს თავს დაესხნენ, ესროდნენ ქვებს, ბოთლებს და ყველაფერს, რაც ხელში ხვდებოდათ.

ირკვევა, რომ ორივე პოლიციელი დაშავდა და ერთ-ერთ მათგანს ხელზე ნაკერების დადებაც კი დასჭირდა. ცხადია, დააზიანეს მათი მანქანაც.

ოფიცრებმა დახმარება გამოიძახეს და საბოლოოდ ოთხი ბოშა დააპატიმრეს.

onalem

ტესტ